თეგებით ძიება
07. 03. 2016 News-ები

ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად დაარეგისტრდა

ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, სადავო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ აპირებენ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას.

"ვრჩებით ტელეკომპანია მაესტროზე, ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. - ვიმედოვებთ, მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე," - ნათქვამია ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების განცხადებაში.

დღეს დილით საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა