თეგებით ძიება
08. 03. 2016 News-ები

პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. მან მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოთმული მოსაზრებები, მიიჩნია ისინი დასაბუთებულად და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბრალდებულს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცველებმა, ბორჯომში, გუშინ, დააკავეს.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა