თეგებით ძიება
08. 03. 2016 News-ები

ლედი გაგა გაყინულ ტბაში

ერთი წლის წინ ლედი გაგამ და მისმა საქმრო ტეილორ კინიმ მიიღეს შესანიშნავი შთაბეჭდილება, ისინი ჩავიდნენ მიჩიგანის ტბის გაყინულ წყალში, ჩიკაგოში. ეს შეყვარებულებს ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს იგივე წელსაც გაემეორებინათ და 6 მარტს სხვა აქტივისტებთან ერთად ისევ მიიღეს მონაწილეობა Chicago Polar Plunge-ის აქციაში. აქცია არის საქველმოქმედო: მონაწილეები აგროვებენ ფულს ორგანიზაცია Special Olympics-ისთვის, რომელიც მართავს სპორტულ შეჯიბრებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ვარსკვლავურმა წყვილმა მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში.

ამის შემდეგ, 29 წლის მომღერალმა თავისი შთაბეჭდილებები თაყვანისმცემლებს გაუზიარა და რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა:

\'\'ჩვენ მოგვწონს ჩიკაგო და Chicago Polar Plunge for Special Olympics-ი. ეს კაცები და ქალები ძალიან მამაცები და მტკიცე სულის ადამიანები არიან.\'\'

-განაცხადა ვარსკვლავმა თავის ინსტაგრამის გვერძზე.

ლედი გაგა გაყინულ ტბაში

ლედი გაგა გაყინულ ტბაში

ლედი გაგა გაყინულ ტბაში


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა