რატომ მოიკლა 15 წლის გოგონამ თავი? [EXCLUSIVE]
რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა.. 15 წლის გოგონას ცხედარი მწყემსბმა ე.წ."კუკუშკას" ტერიტორიაზე, რესტორან "ანტრე ბატონოს" მიმდებარედ გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით გოგონა მაღალი ძაბვის სადენების რკინის კონსტრუქციის ბოძიდან ან გადმოაგდეს ან თავად გადმოხტა. შ.ს.ს.-ში ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს რომ - "გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას". გარდაცვლილის მეზობლები და მეგობრები აცხადებენ რომ გოგონა თავს არ მოიკლავდა, თუმცა GOGAGGG.COM-ს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი გაესაუბრა და გთავაზობთ ამ ამბის მისეულ ვერსიას :
„ანი ძალიან კარგი გოგო იყო, თბილი და მოსიყვარულე, მას ერთი ბიჭი შეუყვარდა რომელიც ასაკით მასზე დიდი იყო, ორივეს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, წარმოუდგენლად.
ამის გამო სახლში ბევრი პრობლემა შეუქმნეს ანას გარშემო ნათესავები ყველა უარს ამბობდა მათ ურთიერტობაზე.
ბიჭიც ცივი გახდა მის მიმართ, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს რადგანაც პატარა იყო და მის ასაკში დეპრესია თითქმის ყველა მოზარდს აქვს,ვფიქრობ ეს სიყვარული გახდა ამ საზარელი ამბავის მიზეზი, ეტყობა ანამ ვერ გადაიტანა ბიჭთან დაშორება....“
გოგონას შეყვარებული სოციალურ ქსელში წერს : „იმ ადამიანებს ვინც ჩემი ოცნება და ჩემი ციცქნა გოგო, ამ დღეში ჩამიგდეს დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი ვუსურვებ სიცოცხლეს, რომ ჩემი ანას ბედი სანატრელი გაუხდეთ“
P.s GOGAGGG.COM- არ ამტკიცებს არაფერს ჩვენ გიყვებით დაღუპული გოგონას მეგობრის ვერსიას.
თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც :
„შეძრულები ვართ მომხდარის გამო. მის მეგობრებს არ სჯერათ თვითმკვლელობის, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ბედნიერი და მხიარული იყო.“- ამბობს დაღუპული გოგონას სკოლის დირექტორს ნატალია ჯავახიშვილი
ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.COM-ისთვის