თეგებით ძიება
31. 03. 2016 News-ები

პოროშენკო საყვარელიძეს შეხვდა

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა. როგორც სააგენტო რია ნოვოსტი უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი მის თანამდებობაზე დაბრუნებას შეეხო.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პოროშენკოს თქმით საყვარელიძის გათავისუფლება მასთან შეთანხმებული არ იყო. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ახალ გენერალურ პროკურორთან საყვარელიძის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს განიხილავს.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი არ იცვლება და ჩემი გათავისუფლება მასთან შეთანხმებული არ იყო,“-აცხადებს საყვარელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას, თუმცა აღნიშნა, რომ ოდესის პროკურატურაში მისი გუნდის წევრებზე შესაძლოა ზეწოლა განხორციელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა