თეგებით ძიება
31. 03. 2016 News-ები

მაგდა პაპიძე - "უროსა და ლურსმნების ყიდვა მეუღლემ მთხოვა"

სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მაგდა პაპიძეს მოუსმინა. მან პროკურატურის ბრალდებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას ჰქონდა მკვლელობის წინასწარ შემუშავებული გეგმა. პაპიძემ არ უარყო, რომ ჰქონდა რვეული, სადაც აწარმოებდა ოჯახის ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.

„მე-5 დაწესებულებაში ვიყავი, როდესაც განმეორებით დასაკითხად შემოვიდნენ პროკურორი და გამომძიებელი. მე თვითონ ვთხოვე მოეძებნათ რვეული, მივუთითე ადგილი. რვეულში მეწერა უროსა და ლურსმნებზე, რომელთა ყიდვაც მეუღლემ მთხოვა“, - განაცხადა პაპიძემ.

პაპიძის განმარტებით, გაუგებარია შემთხვევის ღამესვე რატომ ვერ აღმოაჩინა გამოძიებამ კედელზე სისხლის კვალი და რატომ ამოიღეს შპალერის ნაწილი მომხდარიდან თვენახევარში.

"მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ იტირა ჩემი შვილი და მეუღლე, როგორ ვერ შეამჩნიეს სისხლის კვალი კედელზე. მე ვერავის ვერ შევაწმენდ ხელებს, მაგრამ როდესაც ჩემი სიცოცხლე წყდება, სწორედ ამიტომ ყველა დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას და გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა პაპიძემ.

პაპიძის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე რვეულისა და უროს დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა მოითხოვეს. მათი მოსაზრებით, გამოძიებამ ამ მტკიცებულებების ამოღებისას პროფესიული ნორმები დაარღვია, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა