თეგებით ძიება
01. 04. 2016 News-ები

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, კოალიცია დამარცხდება

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, კოალიცია დამარცხდება.

"კოალიცია დაშლილია და ეს, პრაქტიკულად, გაფორმდა. ისინი განწირულნი არიან დამარცხებისთვის, საზოგადოებამ დაინახა, რომ ისინი იმის ნაცვლად, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდნენ, კვოტების და თანამდებობის გაყოფაზე არიან გადასულები,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

"საარჩევნოდ ჩვენმა მოსახლეობამ რასაც ხმა მისცა - კოალიციური ხელისუფლება, მთავრობა დღეს პრაქტიკულად, აღარ არის. ოქტომბრის არჩევნებზე ქართულ ოცნებას ძალიან დაბალი შანსი აქვს ნორმალური შედეგის,"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი წერეთელმა.

როგორც ცნობილია, კოალიციური სუბიექტები ამ ეტაპზე კოალიციაში რჩებიან, თუმცა დამოუკიდებლად იწყებენ არჩევნებისთვის მზადებას. როგოც აცხადებენ, არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა დემოკრატიული პროცესია.

თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ყველა პარტიაში პოლიტიკური პარტიები ცალკე გადიან და შემდგომ იქმნება კოალიციები, ამ ტიპის პოლიტიკურ ურთიერთობებს დაუდეს საფუძველი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათი ამოცანაა ახალი სახეების მობილიზება, როგორც პარტიული სიისთვის, ასევე მაჟორიტარული არჩევნებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა