თეგებით ძიება
05. 04. 2016 News-ები

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რეფერენდუმისთვის ემზადება

რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში უახლოეს თვეებში გაიმართება. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩასატარებლად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რაც საშუალებას მისცემს საოკუპაციო რეჟიმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით ოფიციალურ მოსკოვს მიმართოს.

თიბილოვის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსეთი პოლიტიკური რისკებისგან გათავისუფლდეს, ერთიანი სამოკავშირეო ორგანოს შექმნა იქნება აუცილებელი, რომელსაც ხელისუფლების უფლებამოსილებას გადასცემენ.

ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს გასულ კვირას მოსკოვში შეხვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა