თეგებით ძიება
05. 04. 2016 News-ები

აზერბაიჯანი მზადაა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაუბრუნდეს

აზერბაიჯანი მხარს უჭერს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებას და მზადაა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაუბრუნდეს- ეს განცხადება ილჰამ ალიევმა გააკეთა. მისივე თქმით, ზავის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ პირობებს მოწინააღმდეგეც დაიცავს. ალიევის ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ ცეცხლისშეწყვეტის ბრძანება მიიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ორმხრივი ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობაც. ფრონტის ხაზზე ვითარება დილით კვლავ დაძაბული იყო.

აზერბაიჯანული მხარე ასევე ირწმუნება, რომ ტერტერის რაიონში დღეს მოწინააღმდეგის საარტილერიო იერიშის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ საუბრობს სომხეთიც, რომელიც აცხადებს, რომ აზერბაიჯანელების უპილოტო თვითმფრინავმა დილით მოხალისეების ავტობუსზე მიიტანა იერიში, რასაც 5 ადამიანი ემსხვრპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა