თეგებით ძიება
03. 08. 2016 News-ები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

„ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია,“ - ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც მისი 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

საია-ს სარჩელს მიხეილ სააკაშვილი დღეს გამოეხმაურა.

„მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.

"სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება,“ - ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა განცხადებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებას ითხოვს.

საია-ში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არა აქვს, წინასაარჩევნო აგიტაცია აწარმოოს და ეს ქართული კანონმდებლობის დარღვევაა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დღესვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა