თეგებით ძიება
03. 08. 2016 News-ები

"თავისუფალი დემოკრატების" საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმიჯს საფრთხე ემუქრება.

"ასეთი რამ გაუგონარია, ჯერ არ ყოფილა, რომ მოსამართლეები არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, რადგან ეს სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს და ურტყამს პირდაპირ ქვეყნის დემოკრატიულ და სახლმწიფოებრივ იმიჯს.

"კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაიმორჩილა ჯერ საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით დაარღვია კონსტიტუცია და დამოუკიდებელის ნაცვლად, მივიღეთ მორჩილი სასამართლო, ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ისევე იმორჩილებენ, როგორც დაიმორჩილეს პირველი ინსტანციის სასამართლო,"- აცხადებს ნინო გოგუაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა