თეგებით ძიება
03. 08. 2016 News-ები

საზაფხულო 7 დღიანი დიეტა

საზაფხულო 7 დღიანი დიეტა

ორშაბათი- მიზანშეწონილია მიირთვათ ერთი სახეობის საყვარელი ბოსტნეული. მაგალითად პომინდორი. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი ლიმონის წვენით, მაგრამ უმარილოდ, ½ ჩაის კოვზი ზეთი 200 გრამ პროდუქტზე.

სამშაბათი- უნდა იყოს ხილის დღე, რომლის დროსაც მიირთმევთ მხოლოდ ერთი სახის ხილს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ვაშლი. შგიძლიათ ის მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით. ძალიან თუ მოგშივდებათ შეგიძლიათ დალიოთ ერთი ჭიქა კეფირი, ან 100 გრამი იოგურტი.

ოთხშაბათი- ამ დღეს მიირთვით კენკრა. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ჩაყარეთ მიქსერში და დალიეთ. ეს შეავსებს ორგანიზმს ვიტამინებით.

ხუთშაბათი- ამ დღეს უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები. ეს არის ხაჭო და კეფირი.

პარასკევი- ეს დღე განკუთვნილია ისევ ბოსტნეულისთვის, რომლებიც არ გამოგიყენებიათ კვირის განმავლობაში. მაგალითად, კიტრი. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი მარილის გარეშე. ასევე პარასკევს დალიეთ ორი ჭიქა მინერალური წყალი.

შაბათი- ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ კენკა, მოამზადეთ კოქტეილი ან ისე შეჭამეთ.

კვირა- კვირა არის ბოლო დღე და მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ ხილის წვენები შაქრის გარეშე. მათ მოსამზადებლად გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კომბინაცია.

ამ 7 დღის განმავლობაში ყოველ დღე უნდა დალიოთ 2.5 ლიტრი წყალი. ასევე შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა