თეგებით ძიება
04. 08. 2016 News-ები

ტრისტან წითელაშვილის თქმით იგი მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან

ამ დრომდე უცნობია როდის დაიბარებენ თავდაცვის უწყების საიდუმლო ობიექტებიდან ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში ტრისტან წითელაშვილს. მისი თქმით იგი მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან, თუმცა ამ ეტაპზე მას არავინ დაკავშირებია. ტრისტან წითელაშვილი ასევე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე არ არის დამნაშავე. დეტალებზე არ საუბრობს ამ საქმის კიდევ ერთი მონაწილე გოდერძი ორმოცაძე, რომელმაც გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის სოსო ხორბალაძის დავალებით შეიყვანა წითელაშვილი სტრატეგიულ ობიექტებზე.

პროკურატურამ ამ ფაქტებზე მოკვლევა უკვე დაუწყო.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა