თეგებით ძიება
04. 08. 2016 News-ები

მორიგი გატაცება შიდა ქართლში - რუსმა სამხედროებმა გორის მკვიდრი დააკავეს

მორიგი გატაცება შიდა ქართლში - რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს.

ის იმ დროს დააკავეს, როცა ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი არხიდან წყლის აღებას ცდილობდა.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული უკვე გადაყვანილია ცხინვალის იზოლატორში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა