თეგებით ძიება
04. 08. 2016 News-ები

ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში

ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
აღნიშნულ საკითხზე პრემიერი დღეს მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა