თეგებით ძიება
04. 08. 2016 News-ები

სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოში, დაახლოებით, ერთი საათია მიმდინარეობს. მასთან გამომძიებელი იმყოფება, რომელმაც სასამართლოში შესვლამდე მცირე კომენტარი გააკეთა.

გამომძიებლის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია.

მისივე განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვაც სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას უკავშირდება.

ავტორი: ეკო მაღრაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა