თეგებით ძიება
05. 08. 2016 News-ები

"იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული"- ლევან იზორია

ჯანელიძე-წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პროკურატურას ჯერ გამოძიება არ დაუწყია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლევან იზორია განმარტავდა, რომ უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ლევან იზორიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, საქმეში რეჟიმის დარღვევა იკვეთება.

"ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისგან წერილობითი მოთხოვნა იყო. ჩვენ ყველა ინფორმაცია დეტალურად გადავუგზავნეთ, პროკურატურამ დაიწყო შესწავლა და თუ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას. პირველადი და იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერდა, გარკვეული რეჟიმის დარღვევა იკვეთება, ვიდრე დანაშაული. ამ ინფორმაციას გადამოწმება და დადასტურება სჭირდება,"- განაცხადა იზორიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა