თეგებით ძიება
07. 08. 2016 News-ები

რასაც ვაკეთებთ უკრაინაში, ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება საქართველოსთვის

რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა მისი სამუშაო კაბინეტი ოდესა-რენის ტრასაზე გადაიტანა, იმ დრომდე სანამ მთლიანად არ მოიპოვებდა გზის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხას. დღეს უკვე არის 1 მილიარდი გრივნა, რაც საკმარისია ამ გზის სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის.

ოდესა-რენის დამაკავშირებელი გზა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის, რადგან ეს გარდა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქებისა, არის ევროპასთან დამაკავშირებელი გზა. ის არის მთავარი ტრასა, რომელიც აკავშირებს უკრაინას რუმინეთთან.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში ინფრასტრუქტურისთვის, ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება საქართველოსთვის. ის, რაც დაწყებული იყო წინა წლებში და, რაც სერიოზულად დამუხრუჭდა და ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, გაჩერდა, იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც იყო მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით, ჩვენ უნდა შევძლოთ, გავასამმაგოთ გზების მშენებლობა და, რაც მთავარია, გვირაბები გავაკეთოთ ყველა მიმართულებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთი მთა, არც ერთი უღელტეხილი არ უნდა იყოს დაბრკოლება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა