თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1260585410673063
18. 10. 2016 News-ები

„მეორე ტური იქნება არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ

სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებას პოლიტიკურ სპექტრისადმი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ საკუთარი რესურსი გამოიყენონ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან.

მესამე სექტორის მიმართვის გათვალისწინებაზე ადრესატთა ნაწილი უარს აცხადებს.

„ჩვენთვის მისასალმებელია სამოქალაქო საზოგადოების ასეთი გააქტიურება ამ მნიშვნელოვან პერიოდში მეორე ტურის წინ, მათი როლი უფრო და უფრო გაიზრდება და საჭირო გახდება მათი ინტენსიური ჩართვა საზოგადოების ცხოვრებაში იმ რეალობაში, როდესაც სავარაუდოდ მოხდება ძალაუფლების ერთ ხელში აკუმულირება,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ.

თავისუფალი დემოკრატებისგან განსხვავებულია პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერის პოზიცია.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს საკითხი არა კონკრეტული პარტიების მხარდაჭერაზე, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის არ დაშვებაზე დგას.

„მეორე ტურის არჩევნები იქნება არა არჩევნები, რომელიღაც პარტიებს შორის, არამედ იქნება არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. ამიტომ, ნებისმიერი მოქალაქე უნდა მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონას ამ ქვეყანაში. ეს არის არჩევანი და არა ის, რომელ პარტიას დავუჭერ მხარს. მე ვაპირებ მისვლას და ვაპირებ ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მეორე ტურის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატებისთვის ოპოზიცია 50-ვე ოლქში ქართულ ოცნებასთან იბრძოლებს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატების დამარცხებას ყველგან ნაციონალური მოძრაობა შეეცდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა