ჯენიფერ ლოურენსის და დარენ არონოფსკის რომანი ძლიერდება
26 წლის ჯენიფერ ლოურენსის და 47 წლის დარენ არონოფსკის რომანის შესახებ დასავლურმა მედიამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო საუბარი. წყვილი მშვენივრად ფარავს თავის ურთიერთობას, რადგან გაზაფხულის შემდეგ ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება მათი რომანის შესახებ.
ჯენიფერის და დარენის ახლო ურთიერთობა ზამთარში დაიწყო, როდესაც დარენმა ლოურენსი მთავარ როლზე დაამტკიცა თავის ახალ ჯერ კიდევ უსახელო პროექტში. გაზაფხულზე დაიწყო ფილმის გადაღებები და მსახიობი და რეჟისორი წარმოუდგენლად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ყოველდღე ერთმანეთთან ატარებდნენ დიდ დროს. როდესაც გადაღებები დასრულდა, ლოურენსმა და არონოფსკმა ურთიერთობა განაგრძეს:
\'\'არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯენიმ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე და მან მიმართა დარენს მხარდაჭერისთვის. მათ შორის ყველაფერი სერიოზულადაა. ჯენიფერს და დარენს ჯერ არ სურთ თავიანთი ურთიერთობის საჯაროდ განხილვა, მაგრამ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი.\'\'
-განუცხადა წყარომ ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს. ამის დასამტკიცებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბოლო დროს პაპარაცები ხშირად ხედავენ ერთად ჯენიფერს და დარენს. როგორც ჩანს მსახიობს სულაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ის უმცროსია თავის \'\'შეყვარებულზე\'\' 21 წლით და შვილად ერგება.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი