თეგებით ძიება
18. 10. 2016 News-ები

სარძევე კბილები: როგორ შევუმსუბუქოთ პატარას ტკივილი მათი წარმოქმნისას

პირველი კბილის გამოჩენა მშობლებისთვის ნამდვილად ბედნიერი მოვლენაა. როგორც წესი ბავშვებს სარძევე კბილები 5-6 თვის ასაკში ეზრდებათ. სულ ბავშვს უნდა ჰქონდეს 20 სარძევე კბილი, რომლებიც იზრდება 3 წლის ასაკამდე. ხოლო 6 წლის ასაკში იწყება მათი შეცვლა მუდმივი კბილებით.
სხვათა შორის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს კბილები ამოუვიდეს ზუსტი გრაფიკით. კბილების ამოსვლის თარიღი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იკვებება და ასევე მემკვიდრეობითობაზე.

კბილების ამოსვლის სქემა:
პირველი საჭრელი: 6-10 თვე
მეორე საჭრელი: 9-12 თვე
პირველი საღეჭი: 12-19 თვე
მეორე საღეჭი: 20-26 თვე
ეშვები: 16-22 თვე

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სარძევე კბილების წარმოქმნამ
ბავშვების უმრავლესობისთვის კბილების ამოსვლა მტკივნეული პროცესია, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ტირილით, უხვი ნერწყვდენით, ძილის დარღვევით, უმადობით, ტემპერატურის მომატებით და სხვა სიმპტომებით. ეს ყველაფერი ნორმალურია.

ეს არ არის ანომალია, თუ ბავშვს კბილების ამოსვლა მცირედით შეუფერხდა. გარდა ამისა სარძევე კბილები შესაძლოა ასიმეტრიულად გაიზარდოს მაგრამ ეს დაავადებად არ ითვლება.

მაგრამ იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ პათოლოგია, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ დეტალებს:
-კბილები გამოჩნდა 1-2 თვით გვიან ან ადრე ნორმაზე.
-დარღვეულია კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა.
-კბილი არსად არ ამოდის.
-კბილები ფორმირდება არასწორად.
იმ შემთხვევაში, თუ კბილების ამოსვლა მიმდინარეობს ნორმიდან გადახრით აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს.

როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ სარძევე კბილების ამოსვლის პროცესს:
კბილების ამოსვლის პერიოდში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყოთ მოსიყვარულე, ყურადღებიანი და მზრუნველი მშობელი. იქონიეთ მოთმინება და აპატიეთ ბავშვს მისი ტირილი. დაიჯერეთ, რომ მას ნამდვილად სტკივა და მისთვის ეს პროცესი ძალიან რთულია.

იმისთვის, რომ გაათავისუფლოთ ბავშვი ქავილისგან და დისკომფორტისგან, გამოიყენეთ სპეციალური სათამაშოები, თქვენ ასევე ამ პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა