თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1290264147705189
14. 11. 2016 News-ები

ვიზალიბერალიზაცია ქართველებისთვის შესაძლოა თებერვალში ამოქმედდეს

ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის თარიღი კვლავ უცნობია. ბრიუსელში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, ლიდერები სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ემხრობიან.

"საქართველომ და უკრაინამ ყველა პირობა შეასრულეს და ველი, რომ ძალიან მალე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან ეს ქვეყნები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას. ვაპირებ მოვუწოდო წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისკენ, რაც შეეხება ვადებს, ჯერ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ახლა ნოემბერია, ასე რომ არსებობს შესაძლებლობა დეკემბერში გადაწყდეს. ერთადერთი მიზეზი, რაც პროცესს აფერხებს, შეჩერების მექანიზმზე ევროპულ საბჭოსა და პარლამენტს შორის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება აქ არაფერ შუაშია,"- განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა