დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ხელფასზე
დონალდ ტრამპმა, რომელიც აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად, უარი განაცხადა ხელფასის აღებაზე.
\'\'მე არ ვაპირებ მივიღო ხელფასი. მე ამ საკითხზე არასდროს ვსაუბრობდი, მაგრამ პასუხია-არა. ვფიქრობ, რომ კანონით მე მეკუთვნის ერთი დოლარი, ამიტომაც მე მივიღებ ერთ დოლარს წელიწადში.\'\'
-განუცხადა რესპუბლიკელმა ტელეკომპანია СBS-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას უთხრა, რომ მისი ხელფასი წელიწადში 400 ათასი დოლარს შეადგენს.
თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ჟურნალ Forbes-ის ბოლო მონაცემებით, ტრამპის ქონება შეადგენს 3,7 მილიარდ დოლარს. და ის არ არის არც პირველი აშშ-ს პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა ხელფასის აღებაზე, აქამდე ანალოგიურად მოიქცა ჯონ კენედი და ჰერბერტ ჰუვერი.
ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდის ქუჩებში, ადანაშაულებენ ტრამპს რასიზმში, სექსიზმში, ჰომოფობიაში, ქსენოფობიაში და მილიტარიზმში. თვითონ რესპუბლიკელმა უკვე განუცხადა ხალხს, რომ მისი არ შეეშინდეთ. მისი სიტყვებით პოლიტიკურ არენაზე ის კარგად მოიქცევა.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი