თეგებით ძიება
14. 11. 2016 News-ები

14-15 ნოემბრის ღამეს ჩვენ დავინახავთ ყველაზე დიდ მთვარეს

14-15 ნოემბრის ღამეს დედამიწის მცხოვრებნი დაინახავენ 68 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მთვარეს, შემდეგ ჯერზე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ 2034 წელს გვექნება.

სუპერმთვარეობა ეს ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ემთხვევა ახალ მთვარეობას ან სავსე მთვარეობას, მაშინ, როდესაც დედამიწა და მთვარე ერთმანეთთან ახლოს არიან. მთვარე დედამიწის ირგვლივ ბრუნავს ელიფსურ ორბიტაზე და ხან უახლოვდება ჩვენს პლანეტას, ხან კიდევ შორდება.

შედეგად დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი მერყეობს 357 ათასი კილომეტრიდან 406 ათას კილომეტრამდე.

დღეს ღამით ჩვენი თანამგზავრი არა მარტო 14%-ით უფრო დიდად მოგვეჩვენება, არამედ 30%-ით ნათელიც იქნება.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა