თეგებით ძიება
14. 11. 2016 News-ები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქუთაისში "ტორპედოსთანაც" დამარცხდა

14 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ქუთაისში, "ტორპედოსთან" გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ გია გეგუჩაძის გუნდმა ამავე ანგარიშით "საბურთალოსთან" წააგო.

ქუთაისურ შეხვედრაში ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-10 წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, მეორედ კი 21-წლამდელების კარში შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი
14.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საქართველო U21 2:0
გოლები: 1:0 ტუღუში (10), 2:0 ბაბუნაშვილი (20)
ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), კოლინი (გურული, 46), ბურჯნაძე (ბრეგვაძე, 46), ბენაშვილი (ტაბატაძე,46), ქიმაძე (ენდელაძე, 46), მამასახლისი (ფალავანდიშვილი, 36), ნერგაძე (გაბუნია, 46), გოგუაძე (დოლიძე, 46), ტუღუში (წილოსანი, 46. ქვარიანი, 83), ბაბუნაშვილი (ფურცხვანიძე,46), კაპანაძე (კვერნაძე,46).
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საქართველო U21: კუპატაძე, ჩაბრაძე (ჩააჩუა, 63), ჭიჭინაძე (მარგველაშვილი, 46), ტაბიძე (კაპ), თევზაძე (ნადარაია,46), მამუჩაშვილი, წურწუმია (ბერიძე,46), რუხაძე (იმნაძე, 46), ზარია (ღუდუშაური,63), ხარაიშვილი, მიქელთაძე.
მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ჩაჩუა (64), ტაბიძე (80).
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, ირაკლი კაკაბაძე, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი).
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა