ტოპ-5 თაფლის ნიღაბი სახისთვის
1. მშრალი კანი. შეურიეთ 4 სუფრის კოვზ თაფლს ზეითუნის ზეთი, მიღებული მასა გაათბეთ 38°С-ზე, თბილი მასა დაადეთ სახის საფენებზე და მოითავსეთ სუფთა სახეზე 15-20 წუთის განმავლონბაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. მგრძნობიარე კანისთვის. შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ხაჭოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კეფირი ან რძე და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ სუფთა სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. მკვებავი ნიღაბი. 1 კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ახალი ვაშლის წვენი. დაიტანეთ მიღებული მასა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. ცხიმიანი კანისთვის. 1 კვერცხის ცილას შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი, აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაიტანეთ მიღებული მასა სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
5. პრობლემური კანი, აკნე. 50 მლ გვირილის ნაყენს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი დაიტანეთ სუფთა სახის კანზე და გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ 2-4ჯერ კვირაში, კანის მდგომარეობიდან გამომდინარე.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი