თეგებით ძიება
29. 11. 2016 News-ები

კახეთში მამაკაცმა ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა

მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის რაიონი სოფელ ბოლქვში. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეჭვმიტანილი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და მკვლელობას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა, თუმცა კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.

როგორც კურიერს განუცხადეს, შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

ოჯახის წევრების განცხადებით, საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა