თეგებით ძიება
05. 01. 2017 News-ები

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკოლების რეფორმის სულისკვეთებას და აუცილებლობას იზიარებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში გატარდეს.

„ეს სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები კანონის წინაშე თანასწორი არიან და ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განათლების პოლიტიკის წახნაგები როგორ ჩამოყალიბდება, ეს განათლების სამინისტროს და პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ განათლების პოლიტიკა ექვემდებარება კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა. ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის, ხარისხიან განათლებაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

მან თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების რომელ ნაწილში ხედავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკრიმინაციის შესაძლო საფრთხეს. ჟურნალისტების შესაბამის კითხვას დოლიძემ დღეს არ უპასუხა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა