თეგებით ძიება
06. 01. 2017 News-ები

თამო ვაშალომიძე თურქეთში მომხდარ ტერაქტზე ვრცლად ყვება - "20 დღით ადრე დავჯავშნეთ ადგილი" (ექსკლუზივი)

- თამო თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თქვენი პოსტი ვნახეთ, ახალი წლის ღამეს იმ კლუბში იმყოფებოდით სადაც ტერაქტი მოხდა, სოციალური ქსელით ავრცელებენ და უკვე დადასტურებულიც არის,რომ კლუბში ტერორისტები თავდასხმამდეც იყვნენ და დაახლოებით 15-20 წუთით ადრე ხალხს გარეთ აღარ უშვებდნენ, პოსტში წერია რომ 30 წუთით ადრე წამოხვედით, თქვენ რამე ხომ არ შეგიმჩნევიათ საეჭვო ან კლუბიდან გამოსვლაში ხელის შეშლის მცდელობა ხომ არ ყოფილა?
ჩვენ წასვლამდე კლუბ "რეინაში" 20 დღით ადრე დავჯავშნეთ ადგილი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურ კლუბათ ითვლება სტამბულში, როგორც მსმენია სულ კარგი სიტვაცია იყო, ახალ წელს სასტუმროში შევხდით გოგოები, შემდეგ ალბათ პირველი საათი იყო უკვე დროს ზუსტად ვერ გეტყვით ნასვამები ვიყავით, გადავინაცვლეთ კლუბში, ფეისკონტროლი იყო საკმაოდ კარგი, დაცვაც საკმაოდ გაძლიერებული, მე თვითონ მიკვირს როგორ მოხდა, ასე თქვენი თვალით სხვანაირად აღიქვამთ და მე რომ იქ ვიყავი ვიცი როგორ შედიხარ, დაცვაც როგორ აკონტროლებს ამ ყველაფერს და ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს, ცოტახანი ვიყავით კლუბში, მერე ჩემს მეგობარს ვუთხარი წამოდი სასტუმროს ტერასაზე გადავინაცვლოთ თქო, დაქალს ბევრი მოუვიდა სასმელი, მეც ავურიე დასალევი ერთმანეთში და ცუდად რომ არ გავმხდარიყავით წამოვედით, ავედით ტერასაზე, ჩემი მეგობრის დედა სტამბულში ცხოვრობს და ატყდა ზარები, გვეკითხებოდნენ თუ როგორ ვიყავით ხუმრობათ ჩავთვალეთ, ნუ რას წარმოვიდგენდით თუ 30 წუთის უკან სადაც ვიყავით იქ ასეთი რამ მოხდებოდა, მომხდარზე პოსტი იმდილითვე დავწერე, შემდეგ მივხვდი პანიკა ატყდებოდა ახლობლებში და წავშალე,რომ ჩამოვედი საქართველოში მერე ვრცლად დავწერე ამის შესახებ, სხვა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხდი ახალ წელს და იმედია ეს წელი იმ წელზე კარგი იქნება...


-რამოდენიმე ადამიანმა ვინც ასევე თურქეთში იმყოფებოდა თქვა, რომ ძალიან გაუჭირდა უკან დაბრუნება, თქვენ ჩამოსვლაში ხელი ხომ არ შეგშლიათ?
არა პირველში ჩამოვფრინდი, აეროპორტამდე სანამ მივედით წამოდენიმეჯერ გაგვაჩეს და შეგვამოწმეს, სხვათაშორის როცა მკითხეს საიდან ხართო საქართველო, რომ ვუპასუხე კარგიო და გაგვიშვეს მაშინვე

-დღეს რას აპირებთ, როგორ უნდა შეხვდეთ შობას? ეკლესიაში აპირებთ გათენებას თუ მეგობრებთან ერთად შეხვდებით ?
შობას ყოველთვის სახლში ვხვდები, ფანჯარასთან სანთლით ხელში, დილით კი ტაძარში წავალ


სპციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა