თეგებით ძიება
07. 01. 2017 News-ები

50 წლის ჯანეტ ჯეკსონი დედა გახდა

50 წლის ჯანეტ ჯეკსონი დედა გახდა. გუშინ მომღერალს და მის მეუღლეს ვისამ ალ-მანას ვაჟი შეეძინათ. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა ცნობილი სახეების წარმომადგენელმა.

\'\'ჯანეტ ჯეკსონი და მისი მეუღლე ვისამ ალ-მანა ბედნიერები არიან ვაჟის ისი ალ-მანას მოვლენით. ჯანეტი ძალებს იღდგენს კომფორტულ გარემოში.\'\'

-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გასული წლის აპრილში ჯანეტ ჯეკსონმა მოულოდნელად გადადო თავისი ტური Unbreakable World, თაყვანისმცემლებს კი განუცხადა, რომ მას და მის ქმარს სურდათ მეტი დრო დაეთმოთ პირადი ცხოვრებისთვის. მაისში დასავლურმა მედიამ საუბარი დაიწყო მუსიკოსის ორსულობის შესახებ. თვითონ ჯეკსონმა ეს ინფორმაცია მხოლოდ ოქტომბერში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი და მილიარდერი კატარიდან დაქორწინდნენ 2012 წელს. ჯეკსონისთვის ეს იყო მესამე ქორწინება.

50 წლის ჯანეტ ჯეკსონი დედა გახდა

50 წლის ჯანეტ ჯეკსონი დედა გახდა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა