თეგებით ძიება
07. 01. 2017 News-ები

ზაზა ფაჩულია: ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი!

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან NBA ALL-STAR-ის შუალედურ შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური შედეგების მიხედვით, დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს და ის მეორე ადგილზეა.

"ძალიან ამაყი და მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის. თქვენ შეგიძლიათ უკმაყოფილება გამოხატოთ, მაგრამ
ამას ფულით ვერ იყიდით. ჩემთვის ეს განსაკუთრებული რამაა და ვაფასებ ჩემდამი გამოხატულ მხარდაჭერას. ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი!

არც All Star-ი მაღელვებს და არც ცნობადობა. მე ხალხის სიყვარული მსურს და ამას ვიღებ კიდეც. ეს სიყვარული მეუბნება, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია", - განაცხადა ფაჩულიამ.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა