თეგებით ძიება
05. 02. 2017 News-ები

კანის მოვლა ეპილაციის შემდეგ ზამთრის პერიოდში (რჩევები)

1. მას შემდეგ, რაც ზედმეტ თმას მოიცილებთ, კანს სჭირდება დეზინფექცია და დამშვიდება. ამით თქვენ იცავთ კანს გამონაყარისგან, სიწითლისგან და სხვა გაღიზიანებისგან.

2. ეპილაციის შემდეგ მაშინვე დაიზილეთ კანი ანტისეპტიკური საშუალებებით. ამისთვის დაგეხმარებათ: დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო ლოსიონი გვირილის ან მწვანე ჩაის ექსტრაქტით.

3. იმისთვის, რათა კანი დაიცვათ სიმშრალისა და აქერცვლისგან, ეპილაციის შემდეგ დაიტანეთ კანზე დამატენიანებელი კრემი ან ზეთი.

4. თუ კანი თმის მოშორების შემდეგ ძალიან მშრალი გეჩვენებათ, დაიტანეთ მასზე კრემის სქელი ფენა ან მალამო პანთენოლით.

5. თუ ეპილაციის შემდეგ ტკივილის შეგრძნება არ გიქრებათ, გამოიყენეთ ცივი კომპრესი მცენარეებისგან-გვირილა, გულყვითელა, პიტნა. ეს დაიცავს თქვენს კანს სისხლძარღვებისა და ნაკაწრების გაჩენისგან.

6. ეპილაციის შემდეგ ზამთარში, რეკომენდირებული არ არის მაშინვე გარეთ გასვლა. ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი კანისთვის არის ეპილაციის გაკეთება საღამოს, ძილის წინ. ღამით ძილის დროს კანი ახერხებს დამშვიდებას.

7. დაატენიანეთ კანი ყოველდღე. აუცილებლად დაიტანეთ დამატენიანებელი საშუალებები კანზე -კრემი, მუსი, ზეთი, ლოსიონი. სილამაზე ითხოვს კვებას ყოველდღიურად.

8. ყველაზე ეფექტური დამამშვიდებელი ზეთი ეპილაციის შემდეგ არის-გულყვითელას, ლავანდის, ყურძნის წიპწების, გვირილის ზეთები.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა