თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

საკრებულოს უმცირესობა მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემის დადგენილების გაუქმებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს უმცირესობა იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს ერთი მილიონი ლარი გადაეცა. დღეს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„თბილისის საკრებულო თავიდან ბოლომდე იყო შეყვანილი შეცდომაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ შევიმუშავეთ განკარგულება 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ დეპუტატებს, უმრავლესობის დეპუტატებს, ამ განკარგულების განხილვაში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ფაქტობრივად, ვალდებულების გარეშე დაურეგისტრირა და ახლა მას ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განაშენიანების უფლება აქვს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა