თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრობს

"ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებული ამ განცხადებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო და ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ისინი მიესალმებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანა მიიღებს ისეთ არხს, რომელიც საინტერესო და თანამედროვე იქნება.

„მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისათვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმის იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს,“ - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა