თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. მოსმენების კანონზე საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვას აპირებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საუბარი, უნდა ველოდოთ თუ არა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ნაადრევია.

ანა დოლიძის თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.

„ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ ამის საშუალება მოგვეცემა და თუ კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ რეჟიმში. ვფიქრობთ, გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ავტორი: ანა წერეთელი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა