თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება არ იქნება

ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება არ იქნება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსაც ექნება.

ამას ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კანონპროექტია პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში.
კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული აღნიშნული პროექტის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება იქნება მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, ასევე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა და საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი.

რაც შეეხება ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერას და ფოტოგადაღებას, ინიცირებული პროექტის მიხედვით, მას სააგენტოს გარდა, ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანო განახორციელებს, რომელსაც ეს საგამოძიებო მიზნებისათვის დასჭირდება.

გარდა ამისა, სხვა სახელწიფო საგამოძიებო ორგანოები განახორციელებენ ისეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა