თეგებით ძიება
09. 02. 2017 News-ები

სამი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

1. გამხმარი ხილი (ჩირი)
იმისთვის, რათა გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა საკმარისია რეგულარულად დაამატოთ თქვენს რაციონში გამხმარი ხილი: გარგარი, ქიშმიში, შავი ქლიავი, ლეღვი, ჟოლო, ალუბალი, მსხალი, ატამი, ანანასი, ბანანი. გამხმარი ხილის თითოეული სახეობა შეიცავს ვიტამინების უნიკალურ კომპლექსს და მინერალებს, რომლებიც განსხვავებულ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. შავი და თეთრი ქიშმიში, გარგარის ჩირი ეხმარება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ფუნქციონირებაში. ფინიკი შესანიშნავად აღადგენს ძალებს.

2. მწვანე სასმელი
მწვანე სასმელები შეგიძლიათ მოამზადოთ: კომბოსტოს, ისპანახის, ცოტა პიტნის, ოხრახუშის და სხვა მწვანილებისგან. განსაკუთრებით მწვანე სასმელები სასარგებლოა თუ მოამზადებთ ახალი ხილისა და ბოსტნეულისგან.

3. ნიგოზი
ნიგოზი არის ვიტამინების წყარო, ის შეიცავს ბოჭკოვან და ცხიმოვან მჟავა ომეგა-3-ს. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ აუცილებელ ამინომჟავებს, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის კვებისთვის და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა