პროკურატურამ მამა გიორგის დაკავებით კარგად დაგეგმილი დანაშაული აღკვეთა - კახა კალაძე
ვიცე პრემიერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს და დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, რომლის განხორციელების შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს.