მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულია 13 პირი
მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 13 პირიდან 8 შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მათთან ადვოკატი, გოგა ონიანი იყო შესული და დაკავებულებს გაესაუბრა.
როგორც ონიანი რუსთავი 2-თან განმარტავს, შსს დროის გაჭიანურებას ცდილობს იმისათვის რომ პროცესი დღეს არ გაიმართოს. ონიანის თქმით დღის ბოლოს ის კიდევ ერთხელ შეხვდება მისი დაცვის ქვეშ მყოფებს.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, სავარაუდოდ ისინი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში არიან გადაყვანილები.