აქციის მონაწილეები დავით ნარმანიას რამდენიმე საათს აძლევენ
თბილისის მერიასთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. დედაქალაქის მერიასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ამ წუთებში ვითარებას უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები და დაკავებულები არ არიან.
საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დედაქალაქის მერიისგან პასუხს ელოდებიან, ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.
ნიკა მელია სპეციალური განცხადება გააკეთა.