ჯასტინ ტერუმ ჯენიფერ ენისტონს დაბადების დღე მიულოცა
11 თებერვალს მსახიობ ჯენიფერ ენისტონს 48 წელი შეუსრულდა. ერთ-ერთმა პირველმა მსახიობს მიულოცა მისმა მეუღლემ ჯასტინ ტერუმ-თავის ინსტაგრამის გვერძზე მსახიობმა გამოაქვეყნა ფოტო ჯენთან ერთად და თან დაურთო აბრევიატურა "HBDJ" (Happy Birthday Dear Jennifer).
ფოტომ რამდენიმე საათის განმავლობაში 40 ათასი \'\'მოწონება\'\' მოაგროვა და დაიმსახურა თაყვანისმცემლების კომენტარები, რომლებიც ჯენიფერს დაბადების დღეს ულოცავდნენ. ყველაზე დაკვირვებულებმა შეამჩნიეს, რომ წყვილმა ეს დღესასწაული სადღაც ტროპიკებში აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 2011 წელს დაინიშნა, თუმცა ისინი მხოლოდ 4 წლის შემდეგ 2015 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ.
\'\'ჩვენ დაქორწინებულ წყვილად თავს ოფიციალურ ცერემონიამდე დიდი ხნით ადრე ვგრძნობდით. ქორწილის შემდეგ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა: ჩვენ ისევ კარგად ვართ ერთად და ბევრს ვერთობით.\'\'
-თქვა ჯენიფერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სპეციალურად: GOGA.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი