კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე - ნიკა გვარამია
"კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე და ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას," - ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.