პრინცი უილიამი პარიზში ჩავა პირველად პრინცესა დიანას სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ
პირველად პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ მისი უფროსი ვაჟი პრინცი უილიამი ესტუმრება საფრანგეთის დედაქალაქს. კომპანიას უილიამს გაუწევს მისი მეუღლე კეიტ მიდლტონი.
წყვილის მოგზაურობა პარიზსში დაგეგმილია შემდეგ თვეს. საფრანგეთში კეიტი და უილიამი გაატარებენ რამდენიმე დღეს: ამ დროის განმავლობაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები გამართავენ ოფიციალურ სადილს დიდი ბრიტანეთის ელჩთან, დაესწრებიან სარაგბო მატჩს, რომელიც გაიმართება საფრანგეთსა და უელსს შორის პარიზში 18 მარტს, ასევე გამართავენ რამდენიმე საქმიან შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა დაიღუპა ავტოკატასტროფაში პარიზში 31 აგვისტოს 1997 წელს. დიანასთან ერთად მანქანაში ისხდნენ მისი შეყვარებული დოდი ალ-ფაიედი, მძღოლი ანრი პოლი და მცველი ტრევორ რის-ჯონსი, რომელიც იყო ავარიის ერთადერთი გადარჩენილი.
სპეციალურად: GOGA.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი