როგორ ვიზრუნოთ თვალების ჯანმრთელობაზე: 8 სასარგებლო რჩევა
1. დაიცავით ძილის სწორი რეჟიმი. ძილის ნაკლებობა ცუდად აისახება ჩვენს თვალებზე, თუ ჩვენ არ გვეძინა საკმარისად, ისინი იღლებიან. ადამიანი, რომელიც არ იცავს ძილის სწორ რეჟიმს, ხშირად აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიც არის: გაღიზიანება და თვალის სიმშრალე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლდენა. იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ეს უსიამოვნო შეგრძნებები მინიმუმ 7-8 საათის განმავლობაში უნდა გეძინოთ.
2. არ დაგავიწყდეთ მზის სათვალეების გამოყენება, როდესაც ზაფხულში გარეთ გადიხართ. მზიან ზაფხულის დღეებში ჩვენი თვალები შეიძლება დაზიანდეს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. იმისთვის, რათა დაიცვათ თქვენი მხედველობა გაიკეთეთ მზის სათვალეები.
3. მოიშორეთ მაკიაჟი დაძინებამდე. სანამ გადაწყვეტთ დაძინებას, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი სახიდან. ამით თქვენ სახეს აარიდებთ არასაჭირო სტრესს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ თქვენს თვალში მოხვდება უცხო ნივთიერება შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ატარეთ დამცავი სათვალეები. თუ თქვენ მუშაობთ სხვადასხვა ქიმიასთან ან ელექტრო ინსტრუმენტებთან ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი სათვალეები. ამით იცავთ თვალებს მასში პატარა ნაწილაკების მოხვედრისგან.
5. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, როდესაც წვებით დასაძინებლად. თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, მაშინ არ დაგავიწყდეთ მათი მოხსნა ძილამდე. თვალებს მუდმივად უნდა მიეწოდოს ჟანგბადი, რასაც ლინზები ხელს უშლის.
6. არ იმუშაოთ ცუდი განათების პიროებებში. მუშაობა ან კითხვა ცუდად განათებულ ოთახში გვაიძულებს დავძაბოთ თვალი, ეს კი მისთვის საერთოდ არ არის სასარგებლო.
7. მუშაობა კომპიუტერთან, არ დაგავიწდეთ შესვენებების შესახებ. ეცადეთ შეზღუდოთ ის დრო, რასაც ხარჯავთ კომპიუტერთან. თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, დაიცავით წესები, რომლებიც დაგეხმარებათ თვალის მოდუნებაში:
-იჯექით ეკრანის პირდაპირ.
-ხშირად დაახამხამეთ თვალები.
-დროდადრო შეისვენეთ.
8. მიირთვით პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა მხედველობისთვის. მიირთვით ისეთი საკვები, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი თვალებისთვის. ასეთი პროდუქტებია მაგალითად; სტაფილო, გოგრა, თევზი, ისპანახი.
სპეციალურად: GOGA.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი