მაკა შალიკაშვილი: "ჩემზე ამბობენ სვამსო, არადა არასოდეს ვსვამ!.."
Goga.tv-ის სტუმარია ნიჭიერი და ყველასთვის ცნობილი მსახიობი მაკა შალიკაშვილი. მან კინომოყვარულებს თავი ფილმებიდან "მიდიოდა მატარებელი", "კინო სინჯები" და სერიალიდან "ტიფლისი" დაამახსოვრა, ხოლო თეატრის მოყვარულებს -სპექტაკლებიდან: "თაგვი", "უჩინმაჩინის ქუდი", "ჩარლის დეიდა", "ეტ-ცეტერა", "ბოშა ქალი" და სხვ.
1. როგორი ბავშვი იყო მაკა შალიკაშვილი და რაზე ოცნებობდა ხშირად?
ვიყავი ძალიან მოუსვენარი, მხიარული, ემოციური და მუდამ ვოცნებობდი მსახიობობაზე.
2. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები
ძლიერი მხარეებიდან სამართლიანობას გამოვარჩევ, სუსტი მხარეებიდან - ფეთქებად ხასიათს.
3. შესრულებული როლი, რომელიც ძალიან გიყვართ
ალბათ უფრო "ეტ-ცეტერა"-დან მაკუნას როლი, რომელმაც წარმატება და პოპულარობა მომიტანა.
4. რომელია თქვენი საოცნებო როლი?
კინოში საოცნებო როლი კონკრეტულად არ მაქვს, მაგრამ სიამოვნებით შევასრულებდი დრამატულ როლს ქალის ცხოვრებაზე, თეატრს რაც შეეხება - ბერნარდა ალბას როლი სპექტაკლიდან "ბერნარდა ალბას სახლი".
5. რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
ძალიან მაღიზიანებენ დაუნახავი ადამიანები.
6. როგორი დედაა მაკა შალიკაშვილი?
ძალიან ყურადღებიანი და მეგობრული დედა ვარ.
7. საყვარელი ფრაზა
"რას დაეძებ" და "აუუუ..." (იცინის)
8. რომ არა მსახიობი, მაშინ ვინ იქნებოდით?
ვინც არ უნდა ვყოფილიყავი, პირველ რიგში ადამიანად დავრჩებოდი.
9. ჭორი, რომელმაც გული გატკინათ
ჩემზე ამბობენ სვამსო, არადა არასოდეს ვსვამ!
10. რას ნიშნავს, იყო მსახიობი?
იყო მსახიობი, ნიშნავს, რომ იყო გმირი!
11. მომავალი გეგმები თქვენს შემოქმედებაში
ველოდები როლს კინოში და ამავდროულად, ერისთავის თეატრში ახალ სპექტაკლს ვდგავთ ბულგაკოვის "ძაღლის გული" მიხედვით.
ავტორი: ქეთი იმერლიშვილი