თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1394624410602495
23. 02. 2017 News-ები

მილიონი დოლარი ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ

მილიონი დოლარი ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ-გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ თანხას ითხოვენ კონგოელი მეამაბოხეები ქართველი მფრინავის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად. იგი თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია.

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

თავდაცვის სამინისტროში ამ საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ. უწყების განმარტებით ოსურაული არ არის მათ მიერ წარგზავნილი ამ ქვეყანაში. ჩართულია თუ არა საგარეო უწყება გათავისუფლების პროცესში, ამ თემაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ. თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ხელისუფლებას ქართველი მებრძოლის გათავისუფლებისკენ და მისი ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდებს. უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოთხოვნა სოციალურ ქსელში გაავრცელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა