თეგებით ძიება
23. 02. 2017 News-ები

ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში მივიდნენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში მივიდნენ.

შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად, მეუფე პეტრე ცაავაც იმყოფება, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგისთან არ შეუშვეს.

ცოტა ხნის წინ კი პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს ყველა თანამშრომელი და სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურის შეკითხვებს უპასუხონ.

„აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრისგან, ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა,“ - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, პროკურატურას კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტისთვის, შორენა თეთრუაშვილისთვის ოფიციალურად შეკითხვებით არ მოუმართავს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა