განო მელითაურის ემოციური აღიარება... -"ასეთი ტრაგედია როცა ხდება..."
განო მელითაური ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად ყვება მისი გრძნობების შესახებ:
მე თავიდან ბოლომდე კოტეთი ვსულდგმულობდი, ყველაფერში მყავდა სერიოზული მხარდამჭერი. ალბათ ვარ ძლიერი, არ ვიცი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს და სხვა შესაძლებლობები, უნარები უნდა იპოვო. სტრესიდან განათლებამ გამომიყვანა, ჩემი ისტორიის გარეშე მივედი სასწავლებლად და მთელი ჩემი ცხოვრება დარჩა აუდიტორიის გარეთ, ფაქტიურად თავიდან დავიწყე ყველაფერი. ასეთი ტრაგედია როცა ხდება შენს ცხოვრებაში, კარგავ ოცნებებს, მიზნებს, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დამიბრუნდა ეს ყველაფერი“
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის