ენრიკე იგლესიასმა წარმოადგინა ახალი კლიპი სიმღერით Subeme la Radio
გუშინ ენრიკე იგლესიასმა თაყვანისმცემლებს წარმოუდგინა თავისი ახალი კლიპი სიმღერით Subeme la Radio, რომელიც ჩაიწერა მუსიკოსებ Descemer Bueno და Zion & Lennox-თან ერთად. ახალი ვიდეო რგოლის მოქმედება კუბაზე ვითარდება. კლიპის სიუჟეტის მიხედვით, ენრიკე და მისი მეგობრები აწყობენ გრანდიოზულ საღამოს პირდაპირ ჰავანას ქუჩებში.
დასავლურ მედიას იგლესიასმა განუცხადა, რომ კუბა იმიტომ აირჩია, რომ დიდი ხანია, რაც დაინტერესებულია ამ ქვეყნით:
\'\'მე გავიზარდე მაიამიში და მყავს ბევრი კუბელი მეგობარი, ასე რომ, მე დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ რაღაცას დავეკავშირებინე ამ კუნძულთან. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე ვიდეო კუბელ რეჟისორთან ალესანდრო პერეზთან ერთად, ვითანამშრომლეთ Descemer Bueno და Zion & Lennox-თან და Bailando-ს წარმატების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა.\'\'
იმის შესახებ, რომ გუშინ ინტერნეტში გამოჩნდებოდა იგლესიასის ახალი კლიპი, მან და მისმა შეყვარებულმა ანა კურნიკოვამ თაყვანისმცემლებს ცოტა ხნით ადრე აცნობეს.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი