თეგებით ძიება
25. 02. 2017 News-ები

რა ტემპერატურაზე მივიღოთ წამლები ზრდასრულბსა და ბავშვებში

რა ტემპერატურაზე მივიღოთ წამლები ზრდასრულბსა და ბავშვებში? ბევრი ჩვენგანი ამის შესახებ საერთოდ არ ფიქრობს მაგრამ, როგორც კი ტემპერატურა თერმომეტრზე 37-ს ასცდება ჩვენ დაუყოვნებლივ ვსვავთ წამლებს.

მაღალი ტემპერატურა შესაძლოა გაჩნდეს ვირუსული ინფექციების, ანთების, ალერგიის და სხვა მიზეზების გამო. ტემპერატურა გვიჩვენებს, რომ ორგანიზმმა აღმოაჩინა ვირუსი ან სხვა მტერი. თუ ის არ ასცდება 38-იან ნიშნულს, ეს იმას ნიშანავს, რომ ორგანიზმი ებრძვის ინფექციას თვითონ და ჩარევა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. მაგრამ თუ ადამიანს აქვს დაბალი იმუნიტეტი ან გადაიტანა ოპერაცია ტემპერატურის მომატებას არ უნდა დაელოდოთ.

ზრდასრულები

ნორმალური ტემპერატურა ჯანმრთელი ადამიანისთვის არის 36 და 6 გრადუსი. თუ ეს ტემპერატურა აიწევს სხვა სიმპტომების გამოვლინების გარეშე 37 და 2 გრადუსამდე, ნერვიულობა არ არის საჭირო. თუ მან მოიმატა და ეს ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაქვთ მაშინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

თუ ტემპერატურა გაიზარდა 38 გრადუსამდე, პანიკა არ ატეხოთ. დალიეთ ბევრი სითხე, დაწექით და გამოიყენეთ სველი პირსახოცები. ტემპერატურის დაწევა იმ შემთხვევაში უნდა სცადოთ, თუ ის 38 და 5 გრადუსს მიუახლოვდება. ამ შემთხვევაში მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები.

სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ მაშინ თუ ტემპერატურა არ დიაწევს და გდასცდება 39 გრადუსს. კრიტიკული წერტილია 42 გრადუსი, რომლის დროსაც შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი ცვლილებები, რაც იწვევს ტვინის დაზიანებას.


ბავშვები

არ არის საჭირო აბების დალევა იმ შემთხვევაში თუ, ბავშვებში და მოზრდილებში ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა. მათი ორგანიზმიც სწორედ ისე იქცევა, როგორც ზრდასრულებში, ცდილობს ებრძოლოს ვირუსს, ამიტომაც ხელი არ შეუშალოთ მას.

ბავშვს ტემპერატურის დამწევი საშუალებები მიეცით თუ ის მოიმატებს 38 გრადუსამდე. თუ მას აქვს ნერვული სისტემის, სასუნთქი გზების, ფილტვების, გულის ქრონიკული დაავადებები, შეგიძლიათ იმოქმედოთ 37,8 გრადუსზე. რა თქმა უნდა, უკეთესია ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა